logo_geo
აშშ-ის სამ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- +

27 მაისი. 2018. 12:32

 

 

აშშ-ის სამ შტატში - ალაბამაში, მისისიპისა და ფლორიდაში სუბტროპიკული ქარიშხლის „ალბერტოს“ მოახლოების გამო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

ფლორიდის გუბერნატორის რიკ სტოკის განცხადებით, შტატი ძლიერი წვიმებისა და სერიოზული დატბორვისთვის მზად უნდა იყოს.

 

მისისიპის გუბერნატორმა ფილ ბრაიანტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომ ყველა სამსახური საჭიროების შემთხვევაში მზადყოფნაში ყოფილიყო.

 

ალაბამას გუბერნატორის ქეი აივის განცხადებით, შტატის ზოგიერთ რაიონში წყალდიდობა, ძლიერი წვიმა და ტორნადო არის მოსალოდნელი.

 

აშშ-ის ქარიშხლებზე დაკვირვების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქარიშხალი „ალბერტო“ რამდენიმე შტატში წვიმას და ძლიერ ქარს გამოიწვევს.

 

ახლა ქარიშხლის ეპიცენტრი კუბას რაიონში მდებარეობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი