logo_geo
აშშ-ის პირველი ლედის შეურაცხყოფის გამო, ვირჯინიის შტატში ორგანიზაციის უფროსი გაათავისუფლეს
- +

31 დეკემბერი. 2016. 03:19


ვირჯინიის შტატში არაკომერციული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მან Facebook-ის პირად გვერდზე აშშ-ის პირველ ლედის, მიშელ ობამას „ქუსლებზე მდგომი მაიმუნი" უწოდა,-ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.


პამელა ტეილორი არასამთავრობო ორგანიზაცია НКО Clay County Development Corp-ის ხელძღვანელი იყო, რომელიც ღარიბებისა და მოხუცების მხარდაჭერაზე ზრუნავდა. ის ორგანიზაციის ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის დარღვევის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ სამსახურში მალევე დაბრუნდა.


აღსანიშნავია, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მან Facebook-ის პირად გვერდზე მიშელ ობამას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.


„მოხარული ვარ, რომ თეთრ სახლს თანამედროვე და ლამაზი პირველი ლედი ჰყავს",- წერდა ის და ტრამპის მეუღლეს, მელანიას გულისხმობდა. ამავე დროს, მისი შეფასეით, აშშ-ს ამჟამინდელი პირველი ლედი „ქუსლებზე მდგომი მაიმუნია". როგორც ჩანს, აღნიშნულმა მოსაზრებამ სკანდალი გამოიწვია, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი