logo_geo
ევროკომისიამ ერთჯერადი პლასტმასის ნაწარმის აკრძალვას მხარი დაუჭირა
- +

28 მაისი. 2018. 17:57

 

ევროკომისიამ ერთჯერადი პლასტმასის ნაწარმის აკრძალვას მხარი დაუჭირა.

 

კერძოდ, საუბარია ერთჯერად ჭურჭელზე, წვენის დასალევ და ყურის ჩხირებზე.

 

დირექტივების პაკეტის თანახმად, მათ იმავე ღირებულების ეკოლოგიური ალტერნატივებით ჩაანაცვლებენ. ევროკომისია მიიჩნევს, რომ ეს ზომები გარემოზე დადებით შედეგებს იქონიებს.

 

ევროკომისიის შეთავაზება ევროკავშირის წევრებმა და ევროპარლამენტარებმა უნდა შეათანხმონ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას კი შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს.

 

 

big_banner
არქივი