logo_geo
ერთ წელიწადში მილიონმა ფრანგმა სიგარეტის მოწევას თავი დაანება
- +

29 მაისი. 2018. 01:52

 

2016-2017 წლებში, ყოველდღიურად საფრანგეთში სულ უფრო მეტმა ადამიანმა გადაწყვიტა და დაანება სიგარეტის მოწევას თავი. საბოლოოდ, სიგარეტზე უარი 1 მილიონმა ფრანგმა თქვა. ამის შესახებ Public Health France-ის კვლევაშია საუბარი, რომელზეც BBC წერს.

 

კვლევის მიხედვით, საგრძნობლად შემცირდა მოზარდი მწეველებისა და დაბალი შემოსავლების მქონე მწეველების რაოდენობა. როგორც BBC წერს, ამის მიზეზი საფრანგეთში თამბაქოს წინააღმდეგ ბოლო წლებში გატარებული ზომებია. მათ შორის, თამბაქოს შეფუთვის ცვლილება, სიგარეტის გაძვირება და სოციალური კამპანიები ჯანსაღი ცხოვრების წესის და თამბაქოსგან გათავისუფლების შესახებ.

 

კვლევის თანახმად, 2016 წელს 18-იდან 75 წლამდე ადამიანების 29.4% ყოველდღიურად ეწეოდა სიგარეტს, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 26.9%-მდე შემცირდა. რიცხვებში კი სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2016 წელს 13.2 მილიონი ფრანგი ეწეოდა, 2017 წელს კი 12.2 მილიონი.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი