logo_geo
ვენესუელაში ავტოკატასტროფას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა
- +

29 მაისი. 2018. 02:54

 

სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა ვენესუელაში ავტოკატასტროფის შედეგად. ინფორმაციას მიკრობლოგ Twitter-ზე ვენესუელას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

 

ინციდენტი მერიდას შტატში მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

 

უბედური შემთხვევის დროს ავტობუსში 40 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი