logo_geo
ევროპაში ადამიანების ფოტოგრაფირება აიკრძალა
- +

29 მაისი. 2018. 10:34

 

ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე 25 მაისიდან ამოქმედდა კანონი General Data Protection Regulation (GDPR), რომლითაც მრავალი ცვლილება შევა პერსონალური მონაცემების დაცვის უკვე მოქმედ დირექტივებსა და სტატიებში.

 

GDPR–მა შესაძლოა უკუეფექტი გამოიღოს, ვინაიდან შეიძლება როგორც ევროკავშირის მოსახლეობა, ისე ტურისტები დააზარალოს. GDPR–ის ერთ–ერთი პუნქტი კრძალავს მესამე პირების გამოსახულების გამოქვეყნებას, მათი გაცხადებული თანხმობის გარეშე.

 

თუ უცხო პირი თქვენს ობიექტივში მოხვდა, მისგან წერილობითი თანხმობა უნდა მიიღოთ ფოტოკადრის სოციალურ ქსელში გამოსაქვეყნებლად. თუ ეს შეუძლებელია, ფოტოგრაფს ორი გამოსავალი რჩება: პირველი გულისხმობს ფოტომასალის გამოქვეყნებაზე უარის თქმას, ხოლო მეორე – შემთხვევითი გამვლელების სახეების წაშლა.

 

თავისი არსით, ახალი კანონი სიუჟეტურ ფოტოგრაფიას კლავს. წარსულს ბარდება მთელი ეპოქა, რომელმაც ევროპის ცხოვრების ამსახველი ცნობილი ფოტომასალა შექმნა. ევროპის ღირსშესანიშნაობების ფოტოგრაფირება ამ კანონის გამო უკიდურესად გართულდება.

 

GDPR საკმაოდ მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს მისი მოთხოვნების დამრღვევებისთვის: ფულადი ჯარიმიდან თავისუფლების აღკვეთამდე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი