logo_geo
11 აკრძალვა, რომელიც დედოფალმა ელისაბედ მეორემ მეგან მარკლს დაუწესა
- +

29 მაისი. 2018. 23:25

დედოფალმა ელისაბედ მეორემ მეგან მარკლს 11 აკრძალვა დაუწესა. lifebuzz-ის ცნობით, ახლა უკვე ჰერცოგინიას, სტატუსის შესაბამისი მანერები და ჩაცმის სტილი უნდა ჰქონდეს. გთავაზობთ აკრძალვების სიას, რომლის გათვალისწინებაც სამეფო ოჯახის ახალ წევრს მოუწევს:

 

  1. მეგან მარკლს, როგორც სასექსის ჰერცოგინიას მოუწევს უარი თქვას თავის სამსახიობო კარიერაზე.

 

  1. მარკლს საზოგადოებაში ღრმა დეკოლტეთი ან მინი კაბით გამოჩენა ეკრძალება. კაბის სიგრძე, მუხლს ზემოთ 5 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე, სამეფო ოჯახის წევრებისთვის წელიწადის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ამინდში საზოგადოების წინაშე წინდების გარეშე გამოჩენაც იკრძალება.

 

  1. სამეფო ოჯახში მკვეთრი და ფერადი ფრჩხილის ლაქის გამოყენება დაუშვებელია. მანიკიური მაქსიმალურად ბუნებრივი და ღია ფერის უნდა იყოს.

 

  1. ამის შემდეგ, მეგანი ვერც ზღვის პროდუქტებს მიირთმევს. კვებითი ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად, ბრიტანელი მონარქების მენიუში ზღვის პროდუქტები არ შედის.

 

  1. მეგანს უფლება აღარ ექნება მისთვის სასურველ დროს დაიწყოს და დაასრულოს სადილი. სამეფო ოჯახის წევრებმა სუფრასთან იმდენივე ხანი უნდა დაჰყონ, რამდენიც დედოფალმა და საკვების მიღება მასთან ერთად დაიწყონ და დაამთავრონ.

 

  1. სამეფო რეზიდენციაში დაძინება მხოლოდ მას შემდეგ შეუძლიათ, რაც დედოფალი ელისაბედი თავის საძინებელში განმარტოვდება. დედოფალზე ადრე დაძინება სამეფო ოჯახის უპატივცემულობად ითვლება.

 

  1. სამეფო ოჯახის განაწესის მიხედვით, მეგან მარკლი ვერასდროს წავა საყიდლებზე მარტო.

 

  1. სამეფო ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ სელფის გადაღება.

 

  1. ასევე, მარკლს აღარ შეუძლია თაყვანისმცემლებისთვის ავტოგრაფის მიცემა.

 

10 მარკლი, რომელიც ახლა უკვე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, არჩევნებში ხმას ვერ მისცემს.

 

  1. ბოლოს, მეგან მარკლს მოგზაურობის დროს სამგლოვიარო ტანსაცმელი სულ თან უნდა ჰქონდეს. ასეთი წესი მას შემდეგ შემოიღეს, რაც ბრიტანეთის დედოფალს მამა გარდაეცვალა. ელისაბედი აფრიკაში, ექსპედიციით იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მის გარდერობში სიტუაციის შესაფერისი ტანსაცმელი არ აღმოჩნდა, ამიტომ სასახლეში შეუფერებელი სამოსით გამოჩნდა. მას შემდეგ, დედოფალს სამგლოვიარო ტანსაცმელი ნებისმიერ მოგზაურობაში თან დააქვს და სამეფო ოჯახის სხვა წევრებისგანაც იგივეს ითხოვს.

 

დიდ ბრიტანეთში წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, სამეფო ოჯახის საქორწილო ცერემონია

19 მაისს გაიმართა.

 

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ჯვარი დაიწერეს. წყვილმა საქორწინო ფიცი დადო და ბეჭდები გაცვალა. პატარძალს ფრანგული მოდის სახლის, ჟივანშის მოდის სახლის დიზაინერის, კლერ უეიტ კელერის, კაბა ეცვა, თავზე კი დედოფლის მიერ მიცემული ბრილიანტის დიადემა ეკეთა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი