logo_geo
თავდასხმა ბელგიაში – მოკლულია ორი პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე
- +

29 მაისი. 2018. 23:49

ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეიარაღებული მამაკაცი პოლციელებს ჯერ დანით დაესხა თავს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა.

 

ორი ოფიცერი ქალი ადგილზე დაიღუპა. მესამე გარდაცვლილი კი გამვლელია, რომელიც თავდამსხმელმა მანქანაში ჩაცხრილა.

 

ამის შემდეგ ბოროტმოქმედმა ახლოს მდებარე ლიცეუმთან მძევალი აიყვანა და სასწავლებლის შენობას თავი შეაფარა. თუმცა პოლიციელებმა ის მალევე მოკლეს.

 

ოპერაცის დროს 2 სამართალდამცველიც დაიჭრა.

 

თვითმხილველთა განცხადებით, გასროლამდე ეჭვმიტანილი ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ყვიროდა.

 

 

big_banner
არქივი