logo_geo
კუბაზე შტორმმა 4 ადამიანი იმსხვერპლა
- +

30 მაისი. 2018. 17:52

 

შტორმ „ალბერტოსგან“ გამოწვეულმა წყალდიდობამ კუბაზე 4 ადამიანი იმსხვერპლა.

 

სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური და დასავლეთ ნაწილები დააზარალა, საიდანაც 20 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

დატბორილია მთავარი ავტომაგისტრალები, რის გამოც მოძრაობა შეფერხებულია. დარღვეულია სარკინიგზო მიმოსვლაც.

 

ამასთან, 40 000-ზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

აგრეთვე, არსებული ინფორმაციით, დაზიანდა მოსავალი.

 

 

 

 

big_banner
არქივი