logo_geo
ქარიშხალმა რუსეთში კრემლის გუმბათი დააზიანა
- +

30 მაისი. 2018. 20:37

 

რუსეთის ცენტრალურ ნაწილს ქარიშხალი დაატყდა. მედიის ინფორმაციით, ქარის სიჩქარე წამში 20 მეტრს აღწევდა.

 

ნიჟნი-ნოვგოროდის და ივანოვოს ოლქებში, თათრეთსა და უდმურტეთში ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, დაამტვრია სარეკლამო ბანერები და დააზიანა ავტოფარეხები.

 

წაქცეულმა ხეებმა დაამტვრია ავტომობილები.

 

ასობით დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

გარდა ამისა, ქარმა ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის გუმბათიც დააზიანა.

 

სტიქიამ დედაქალაქამდეც მიაღწია, რის გამოც მოსკოვის ზოოპარკის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი