logo_geo
კიმ ჩენ ინის წარმომადგენელი ნიუ-იორკში ჩავიდა
- +

30 მაისი. 2018. 23:42

 

ნიუ-იორკში ჩრდილოთ კორეის წარმომადგენელი ჩავიდა. საუბარია ჩრდილოეთ კორეის მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის უფროსის მოადგილე კიმ იუნ ჩოლზე, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან უნდა გამართოს მოლაპარაკება. ინფორმაციას სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

 

მიზეზი დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მოახლოებული შეხვედრაა, რომელიც 12 ივნისს სინგაპურში უნდა გაიმართოს.

 

მანამდე დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ზე დაწერა, რომ აშშ-მა შექმნა „დიდებული გუნდი“ ჩრდილოეთ კორეელების დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად და რომ გრძელდება სამიტის მოსამზადებელი პროცესი. მისივე ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წარმომადგენელი კიმ იუნ ჩოლია.

 

„სოლიდური პასუხია ჩემს წერილზე, მადლობას გიხდით,“ - წერს ტრამპი.

 

ცნობილია, რომ მანამდე აშშ-ის დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა.

 

24 მაისს თეთთმა სახლმა გაავრცელა წერილი, რომლის თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შეხვედრა, რომელიც 12 ივნისს სინგაპურში იყო დაგეგმილი გააუქმა. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა ძალაში დარჩა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრის პერსპექტივის შესახებ 9 მარტს გახდა ცნობილი. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გადაწყდა, რომ ისტორიული შეხვედრა სინგაპურში უნდა გამართულიყო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი