logo_geo
მორგან ფრიმენი: ჩემი 80-წლიანი ცხოვრება თვალის ერთ დახამხამებაში განადგურდა
- +

31 მაისი. 2018. 02:32

 

რამდენიმე დღის წინ, ოსკაროსანი მსახიობი მორგან ფრიმენი 16-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებასა და შეუფერებელ საქციელში დაადანაშაულა. ქალებმა ამის შესახებ CNN-თან ისაუბრეს.

 

ინტერვიუების გამოქვეყნების შემდეგ, მსახიობმა ბოდიში მოიხადა, გუშინ კი კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა ბრალდებების შესახებ.

 

„განადგურებული ვარ, რადგან ჩემი 80-წლიანი ცხოვრება თვალის დახამხამებაში განადგურდა. ყველა ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლი იმსახურებს იმას, რომ მათ მოვუსმინოთ, თუმცა სექსუალური შევიწროების ფაქტების ჩანაცვლება კომპლიმენტებითა და იუმორით არ არის სწორი. მე არ შემივიწროებია ქალები, არავისთვის არასდროს შემითავაზებია სამსახურის ნაცვლად სექსი", - განაცხადა მორგან ფრიმენმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი