logo_geo
მეგან მარკლი სამეფო ოჯახის პროტოკოლს არ ემორჩილება!
- +

4 ივნისი. 2018. 21:53

 

 

19 მაისს მეგან მარკლი სასექსის ჰერცოგინია გახდა, თუმცა მისი და ჰარის ჯვრისწერის გამოცხადების დღიდან მან მრავალჯერ გადადგა ნაბიჯი, რომელიც სამეფო ოჯახის მკაცრ პროტოკოლს ეწინააღმდეგებოდა. გადავხედოთ შემთხვევებს, როცა მან მკაცრი წესები არ გაითვალისწინა, თუმცა ამით საზოგადოების კიდევ უფრო დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

 

როდესაც მეგანმა და პრინცმა ჰარიმ ჯვრისწერა გამოაცხადეს, ოფიციალურ სამეფო ფოტოსესიაზე ყოფილი მსახიობი ქალის წინდების გარეშე პოზირებდა, რაც სამეფო ოჯახის წევრი ქალბატონებისთვის მიუღებელია და როგორც მომავალ ჰერცოგინიას, ეს უნდა გაეთვალისწინებინა.

 

 

 

მეგანმა შობა სამეფო ოჯახთან ერთად სანდინგემში აღნიშნა, თუმცა იმ პერიოდში ის ოფიცილაურად არ გახლდათ ჰარის მეუღლე, შესაბამისად ამის უფლება არ ჰქონდა. 2011 წელს იმავე მიზეზით ვერც ქეით მიდლტონი დაესწრო ღონისძიებას, მიუხედავად იმისა რომ უკვე დანიშნული იყო პრინც უილიამზე.

 

 

 

მეგანი არც ავტოგრაფის გაცემას უფრთხოდა, როცა ჰარისთან ერთად საზოგადოებაში ჩნდებოდა. სამეფო ოჯახის წევრებისთვის ეს მკაცრად არის აკრძალული ყოველგვარი გაყალბებისა და არასასურველი შედეგების თავიდან ასარიდებლად. სურათზე ჩანს თუ როგორ აძლევს მეგანი ავტოგრაფს 10 წლის ქეითლინ კლარკს.

 

 

 

მეგანი ინგლისის ეკლესიის მრევლის წევრი არ არის. მიუხედავად, იმისა რომ მსახიობს საკუთარი რელიგიური მრწამსის შესახებ საჯაროდ არასდროს უსაუბრია, ის გოგონათა კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა, შესაბამისად ქორწილამდე  ინგლისის ეკლესიაში მოინათლა.

 

 

 

მეგანმა მომავალი მეუღლის შესახებ Vanity Fair-თან ისაუბრა. ადამიანები, რომლებსაც სამეფო ოჯახის წევრებთან  რომანტიკული ურთიერთობა აქვთ, ყოველთვის თავს იკავებენ მათზე საჯარო საუბრისგან. „ჩვენ ორი უბედნიერესი ადამიანი ვართ, თუმცა მოვლენებს მე არ შევუცვლივარ და მე იგივე პიროვნება ვარ, ვინ აქამდე ვიყავი. ურთიერთობებს არასდროს ვაძლევ უფლებას განსაზღვროს თუ როგორი ადამიანი ვიქნები“ - აღნიშნა მან ინტერვიუში.

 

 

 

მეგანი პრინც ჰარისთან ხელჩაკიდებული ჩნდება საზოგადოებაში, სამეფო ოჯახის პროტოკოლის მიხედვით, მათ მსგავსი კონტაქტი, რაც შეიძლება მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ.

 

 

 

მეგანი განქორწინებულია. ჰარიმდე ის ტრევორ ენგელსონის მეუღლე გახლდათ, წყვილი ერთმანეთს 2013 წელს დაშორდა. სამეფო ოჯახის წევრები ყოველთვის წინააღმდეგი არიან ოჯახში განქორწინებული ქალბატონის შემოსვლის, თუმცა მას შემდეგ, რაც პრინცმა ჩარლზმა კამილაზე იქორწინა, რომელიც ასევე განქორწინებული გახლდათ, ეს ტენდენცია იცვლება.

 

 

 

მეგანი გვერდზე გადასაკიდ ჩანთებს ატარებს. სამეფო ოჯახის წევრი ქალბატონები, როგორც წესი, კლაჩით ჩნდებიან საზოგადოებაში, რაც მათ ხელისჩამორთმევის ვალდებულებისგანაც ათავისუფლებთ.

 

 

ედინბურგში სტუმრობისას მეგანი უცხო ადამიანს ჩაეხუტა, მსგავსი საქციელი არცერთი სამეფო ოჯახსი წევრი ქალბატონისთვის არაა მისაღები, თუნდაც ქეით მიდლტონი მხოლოდ საკუთარ შვილებთან თუ შეუნიშნავთ ჩახუტებული.

 

 

 

 

 

 
 
წყარო : wyaro
big_banner
არქივი