logo_geo
დედოფლის ექსტრავაგანტული საჩუქარი მეგან მარკლსა და პრინც ჰარის
- +

4 ივნისი. 2018. 23:43

 

 

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ქორწილის ცერემონიამდე ოფიციალურად სთხოვეს მეგობრებსა და მხარდამჭერებს, რომ თავი შეეკავებინათ საჩუქრებისგან და სანაცვლოდ საქვემოქმედო ფონდებისთვის შეეწირათ ისინი, თუმცა წესები დედოფალს ყველაზე ნაკლებად ეხება და ჰარის ბებიამ წყვილს საკმაოდ ექსტრავაგანტული სიურპრიზი მოუწყო. ელიზაბეტმა მათ იორკის კოტეჯი გადასცა.

 

 

 

 

საკუთრება მთლიანად 8000 ჰექტარს მოიცავს და საზოგადოებრივ პარკსა თუ 24 ჰექტარის ფართობის ეზოს აერთიანებს, რომელიც ცენტრალურ შენობას უკავშირდება.

 

 

 

 

კოტეჯი ამჟამად Sandringham-ის ოფიციალური სტუმრებისთვის გამოიყენებოდა და აქ გარკვეული პერიოდი პრინცმა უილიამმა და ქეითმაც გაატარეს, ინსაიდერების თქმით, შვილების ყოლის შემდეგ, კოტეჯში მეგანი და ჰარიც გადავლენ.

 

 

 

 

თუმცა იქამდე, წყვილი ნოტინგემის მოკრძალებულ კოტეჯში ცხოვრობს, კენსინგტონის სასახლეში.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი