logo_geo
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება
- +

6 ივნისი. 2018. 12:28

 

 

უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან მეხანძრეების ხანძრის ჩაქრობას კვლავ ვერ ახერხებენ.

 

ცეცხლის ჩაქრობაში ჩართულია ავიაცია, თვითმფრინავებმა ტერიტორიას უკვე 154 ტონა წყალი გადაასხეს.

 

უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების არეალი შემცირებულია.

 

ხანძარი ატომურ ელექსტროსადგურთან 5 ივნისს გაჩნდა. კიევის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი სადგურის ირგვლივ ხმელ ბალახს გაუჩნდა.

 

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მასშტაბური კატასტროფა 1986 წლის 26 აპრილს მოხდა, რა დროსაც უკრაინაში ჰაერის რადიაციული დაბინძურება 50 ათას კილომეტრზე, 12 ოლქზე გავრცელდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი