logo_geo
საუდის არაბეთმა ქალებისთვის პირველი 10 მართვის მოწმობა გამოუშვაა
- +

7 ივნისი. 2018. 04:27

 

საუდის არაბეთში ქალებისთვის პირველი 10 მართვის მოწმობა გამოუშვეს. Guardian-ის ცნობით, შეირჩა 10 ქალი, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მართვის მოწმობა სხვა ქვეყანაში აღებული. მათ საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში მცირე გამოცდის ჩაბარება მოუხდათ, რათა საუდის არაბეთის სახელმწიფოს მიერ გაცემული მართვის მოწმობა აიღონ. 

შეგახსენებთ, სამი კვირა დარჩა მანამ, სანამ ქვეყანაში ქალ მძღოლებზე ავტომობილის მართვაზე აკრძალვა მოიხსნება. კერძოდ, 24 ივნისიდან საუდის არაბეთში მცხოვრები ქალებიც მიიღებენ მართვის მოწმობებს. ავტომობილის მართვისთვის საჭირო მომზადებას კი ისინი მხოლოდ ქალებისთვის არსებულ სპეციალურ კოლეჯში გაივლიან. 

საუდის არაბეთში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ შეზღუდულია, ქალებისთვის ავტომობილის მართვის უფლების მოპოვება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი უფრო

მარტივად შეძლებენ იარონ სამსახურში, შეხვდნენ მეგობრებს ან თუნდაც, წაიყვანონ ბავშვები სკოლაში.

"მანქანის მართვა ჩემთვის არის არჩევანის უფლება, უფლება, გადავაადგილდე დამოუკიდებლად", - განაცხადა რემა ჯევდატმა, რომელიც ერთ-ერთია იმ 10 ქალს შორის, რომლებიც მართვის მოწმობას პირველ ეტაპზე მიიღებენ. 

ქალებისთვის ამ მნიშვნელოვანი უფლების მინიჭებას, საუდის არაბეთის პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის სახელს უკავშირებენ, რომელიც ცდილობს ქვეყნის რეფორმირებას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი