logo_geo
რუდი ჯულიანი: კიმ ჩენ ინი ტრამპთან შეხვედრას მუხლებზე დაჩოქილი ითხოვდა
- +

7 ივნისი. 2018. 11:02

 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდის იურისტმა რუდი ჯულიანიმ განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინიმ „მუხლებზე დაიჩოქა“ და დონალდ ტრამპთან შეხვედრას „იხვეწებოდა“.

 

იურისტის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ასე მას შემდეგ მოიქცა, რაც ტრამპმა შეხვედრა პირველად გააუქმა.

 

„კიმი მუხლებზე დაიჩოქა და ეს იყო სწორედ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ გვინდოდა, რომ ის ჩაგვეყენებინა", - განაცხადა იურისტმა.

 

ჯულიანის თქმით, ტრამპმა შეხვედრა ფხენიანის სამხედრო მუქარების გამო გააუქმა.

 

„მათ გვითხრეს, რომ ბირთვული ომის წარმოებას აპირებენ ჩვენთან და თანაც მოგებას აპირებდნენ. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ასეთი პირობების შემთხვევაში, დიალოგს არ წარვმართავთ", - ჰყვება ადვოკატი.

 

1 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრა სინგაპურში 12 ივნისს შედგება, თუმცა ერთი კვირით ადრე შეხვედრა თვითონ გააუქმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი