ესპანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მინისტრთა კაბინეტში 17-დან 11 თანამდებობაზე ქალი კანდიდატი წარადგინა. პედრო სანჩესმა შესაბამისი სია დასამტკიცებლად ქვეყნის მონარქს, ფელიპე მეექვსეს წარუდგინა.
როგორც ცნობილია, მთავრობაში მეორე ადგილს კარმენ კალვო დაიკავებს. მას ვიცე-პრემიერის პოსტი ერგო.
ქვეყნის უმაღლეს საგარეო უწყებას ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ჟოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.
თავდაცვის მინისტრის სავარძელს მარგარეტ რობლესი დაიკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ფერნანდო გრანდე-მარკასკას ერგო. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, მას ნადია კალბინიო უხელმძღვანელებს.
ესპანეთის ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა ფიცი 7 ივნისს, დილის 10:00 სთ-ზე უნდა დადონ. მეორე დღეს კი ახალი შემადგენლობის მინისტრთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.
1 ივნისს ესპანეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მარიანო რახოის უნდობლობა გამოუცხადა. პრემიერმინისტრის წინააღმდეგ ხმა 176 დეპუტატმა მისცა. რახოი თანამდებობიდან გადადგა. მის ადგილას კი კანონმდებელთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით პედრო სანჩესი დაინიშნა.