logo_geo
მოსკოვის სასამართლომ უკრაინელ ჟურნალისტს რომან სუშენკოს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- +

7 ივნისი. 2018. 14:30

 

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უკრაინელი ჟურნალისტი რომან სუშენკო შპიონაჟში დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

 

ჟურნალისტი სასჯელს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის.

 

რომან სუშენკო, რომელიც „უკრინფორმის“ კორესპონდენტად მუშაობდა, მოსკოვში 2016 წლის შემოდგომაზე დააკავეს. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა მას უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტატიანი თანამშრომელი უწოდა. სუშენკოს ადვოკატის თქმით, დაკავების დროს ის „უკრინფორმის“ პარიზის ბიუროს თანამშრომელი იყო და მოსკოვს პირადი მოტივებით სტუმრობდა.

 

უკრაინელი ჟურნალისტის ადვოკატი მარკ ფეიგინი აცხადებს, რომ სასჯელის გამოტანის შემდეგ შესაძლოა, მისი გაცვლის შესახებ დაიწყოს მოლაპარაკებები. მარკ ფეიგინის თქმით, ამ შემთხვევაში მისი დაცვის ქვეშ მყოფს „რია ნოვოსტის“ უკრაინული ბიუროს მთავარ რედაქტორში კირილ ვიშინსკიში გაცვლიან. მას უკრაინა სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს.

 

 

 

 

წყარო - 2020news.ge

 

 

 

 

 

big_banner
არქივი