logo_geo
საფრანგეთში მოსწავლეებს შესაძლოა სკოლებში სმარტფონით სარგებლობა აუკრძალონ
- +

8 ივნისი. 2018. 00:37

 

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც დაწყებითი და საშუალო კლასის მოსწავლეებს სკოლაში სმარტფონით სარგებლობას უკრძალავს. ამის შესახებ BBC წერს.

 

კანონპროექტის ინიციატორი განათლების სამინისტრო იყო. უწყებაში მიიჩნევენ, რომ მისი მიღების შემთხვევაში ბავშვები გაკვეთილებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ. გარდა ამისა, ეს მოსწავლეებს პორნოგრაფიის ყურებისგან დაიცავს.

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მსგავსი კანონის შემოღების პირობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს დადო.

 

ქვედა პალატის შემდეგ დოკუმენტი სენატმა დაამტკიცოს. თუ კანონს სენატორებიც დაუჭერენ, ის ძალაში უკვე სექტემბერში, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე შევა.

 

2016 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 12-დან 17 წლამდე მოსწავლეების 90%-ს სმარტფონი აქვს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი