logo_geo
მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები დასახელდა
- +

8 ივნისი. 2018. 03:21

 

ონლაინ სერვისმა AirHelp-მა მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების რეიტინგი შეადგინა. სპეციალისტებმა 3 ფაქტორი გაითვალისწინეს: მომსახურების ხარისხი, რეისების დროულად შესრულება და მგზავრების გამოხმაურება.

 

სიის ლიდერი ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი გახდა, რომელიც კატარის ქალაქ დოჰაში მდებარეობს. მან 8,77 ქულა მოიპოვა.

 

რეიტინგში მეორე ადგილს ათენის ელეფთერიოს ვენიზელოსის სახელობის აეროპორტი (8,69 ქულა) იკავებს, მესამე ადგილზე კი ტოკიოს აეროპორტი გავიდა (8,63 ქულა).

 

სიის ბოლო ადგილი ქუვეითის აეროპორტმა დაიკავა (5,4 ქულა).

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი