ჰავაიზე ვულკან კილაიუეას ამოფრქვევის შედეგად 600-მდე საცხოვრებელი სახლი განადგურდა. ინფორმაცია ჰავაის ოლქის მერზე დაყრდნობით ვრცელდება.
როგორც „Reuters“ აღნიშნავს, სტიქიისგან დაზარალებულების დასახმარებლად მილიონი დოლარია გამოყოფილი.
შეგახსენებთ, 12 მაისს ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა.