logo_geo
ტელეწამყვანი ენტონი ბარდენი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს
- +

8 ივნისი. 2018. 16:32

 

 

ცნობილი ამერიკელი მზარეული და ტელესახე ენტონი ბარდენი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

როგორც მედიასაშუალება წერს, 61 წლის ბარდენის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება.

 

ბარდენი საფრანგეთში, სტრასბურგში CNN-ის გადაღებებისთვის იმყოფებოდა. იგი CNN-ზე გადაცემის „Anthony Bourdain: Parts Unknown“ წამყვანი იყო.

 

„გვინდა, ღრმა მწუხარებით შეგატყობინოთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი და კოლეგა ენტონი ბარდენი. თავგადასავლების, ახალი მეგობრების, განსხვავებული საკვებისა და სასმელის მიმართ დიდი სიყვარული მას უნიკალურ მთხრობელად აქცევდა.

 

ის მუდმივად გვაოცებდა თავისი ნიჭით და ყველას ძალიან მოგვენატრება. ჩვენი ფიქრები ამ მძიმე წუთებში მის ქალიშვილთან და ოჯახთან არის“, – აღნიშნულია სამაუწყებლო კომპანია CNN-ის განცხადებაში.

 

ცნობილმა მზარეულმა 2016 წელს თავისი გადაცემის ერთ-ერთი ეპიზოდი საქართველოში ჩაწერა.

 

„აუცილებლად უნდა გაიცნოთ საქართველო, რადგან აქ შესანიშნავი საკვებია. ქვეყანა მდიდარია დედამიწაზე ყველაზე ლამაზი პეიზაჟებით. ეს არის ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ, თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემათ“, – წერდა ბარდენი საქართველოს შესახებ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი