logo_geo
სერგეი ლავროვი: რუსეთი არასდროს ითხოვდა „დიდ რვიანში“ დაბრუნებას
- +

9 ივნისი. 2018. 17:54

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი არასდროს ითხოვდა „დიდ რვიანში“ დაბრუნებას.

 

„როდესაც გადაწყდა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები „რვიანის“ ფორმატიდან „შვიდიანს“ დაუბრუნდებიან, ჩვენ შევეგუეთ ამ გადაწყვეტილებას და შესანიშნავად ვმუშაობთ სხვა ფორმატებში - შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, BRICS-ში და „დიდ ოცეულში“, სადაც ჩვენს მიდგომებს იზიარებენ. „დიდ ოცეულში“ ულტიმატუმები არ ჭრის და იქ შეთანხმების მიღწევაა საჭირო. „დიდი ოცეული“ კონსენსუსის მიღწევის მექანიზმია. ჩემი აზრით, ეს ყველაზე პერსპექტიული ფორმატია“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი