ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაუშვა.
„ყირიმი ობამას ადმინისტრაციის დროს იყო ხელიდან გაშვებული“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, „ობამამ დაუშვა რუსეთის მიერ ყირიმის აღება“.
„რატომ გააკეთა მან ეს? მე შესაძლოა სულ სხვა მიდგომა მქონოდა ამ საკითხთან მიმართებაში“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.