logo_geo
დონალდ ტრამპი: რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია ბარაკ ობამამ დაუშვა
- +

10 ივნისი. 2018. 11:32

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაუშვა.

 

„ყირიმი ობამას ადმინისტრაციის დროს იყო ხელიდან გაშვებული“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

მისივე თქმით, „ობამამ დაუშვა რუსეთის მიერ ყირიმის აღება“.

 

„რატომ გააკეთა მან ეს? მე შესაძლოა სულ სხვა მიდგომა მქონოდა ამ საკითხთან მიმართებაში“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

 

 

big_banner
არქივი