logo_geo
დონალდ ტრამპი მოჰამედ ალის შეიწყალებს
- +

10 ივნისი. 2018. 13:49

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის მოჰამედ ალის სიკვდილის შემდეგ შეწყალებას განიხილავს.

 

1967 წელს, ალის ვიეტნამის ომში გაგზავნას უპირებდნენ, მაგრამ სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონმა უარი თქვა ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში სამსახურზე. შედეგად, ის გაასამართლეს და საკრივო ლიცენზია ჩამოართვეს.

 

1971 წელს წელს, აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ მას ბრძოლების ჩატარების აკრძალვა მოუხსნა.

 

„ძალიან სერიოზულად განვიხილავ ამ საკითხს. სპორტსმენები ხშირად ხდებოდნენ უსამართლობის მსხვერპლნი. მას ბევრი რამის გადატანა მოუწია. მაშინ ალი არ იყო ძალიან პოპულარული, მაგრამ დღეს ის ყველას კარგად ახსოვს“, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ ტრამპმა.

 

მოჰამედ ალი 2016 წელს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი