ჰოლივუდში კერძო წვეულებაზე მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რვა დაიჭრა.
„The Associated Press“-ის ინფორმაციით, მათგან ექვსს ვესტ-ვუდლონის ახლოს ესროლეს. 39 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ერთი კაცი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს.
ერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.