logo_geo
საფრანგეთში წვიმის გამო დაზიანებული ლიანდაგი სარკინიგზო ავარიის მიზეზად იქცა
- +

12 ივნისი. 2018. 22:11

 

 

საფრანგეთში ძლიერი წვიმის გამო, მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ექიმების ინფორმაციით, მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები აქვთ.

 

მედიის ცნობით, პარიზში 12 ივნისს ძლიერი წვიმა იყო, რამაც დედაქალაქის გარეუბნებში, გარკვეულ ადგილებში ლიანდაგის დაზიანება გამოიწვია. სწორედ ეს გახდა მატარებლის ლიანდაგიდან გავავარდნის მიზეზი.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის დროს მატარებელში ძალიან ცოტა მგზავრი იმყოფებოდა, რადგან ის დილის პირველ მარშრუტს ახორციელებდა.

 

ძლიერმა წვიმამ ლიანდაგის დაზიანება ან დატბორვა პარიზის სხვა რაიონებშიც გამოიწვია, თუმცა ინციდენტს სხვაგან ადგილი არ ჰქონია.

 

ბოლო ორი დღეა, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში შტორმი მძვინვარებს. 18 რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, უამინდობა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში 14 ივნისამდე გაგრძელდება.

 

 

big_banner
არქივი