logo_geo
გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, სულ მცირე, 27 ბავშვი დაიღუპა
- +

13 ივნისი. 2018. 11:45

 

 

გვატემალაში ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად, სულ მცირე, 27 ბავშვი დაიღუპა, რამდენიმე ათეული დაკარგულად მიიჩნევა.

 

გვატემალას განათლების მინისტრის ინფორმაციით, სოფელ სან-მიგელ-ლოს-ლოტეს სკოლაში, რომელიც მთლიანად განადგურდა, 173 ბავშვი სწავლობდა.

 

მათგან 27 ბავშვი დაიღუპა და უკვე ამოცნობილია, 35 დაკარგულად მიიჩნევა.

 

ვულკან ფუეგოს ამოფრქვევა 3 ივნისს მოხდა, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო.

 

ბოლო მონაცემით, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 117 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე დაკარგულად მიიჩნევა.

 

 

 

 

big_banner
არქივი