logo_geo
ილონ მასკი ამტკიცებს, რომ წარმატება არ მოითხოვს ხანგრძლივ სამუშაო საათებს!
- +

13 ივნისი. 2018. 21:00

 

ილონ მასკი, უდავოდ, ღირებული როლური მოდელია ანტრეპრენუარებისა და ინოვატორებისთვის. თუმცა, მისი ცხოვრება და ბიზნეს გამოცდილება მოიცავს დაფარულ „ინსაითებს”, რასაც შეუძლია ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. რა თქმა უნდა, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება ძალიან ბევრს მუშობს, სხვანაირად როგორ გაუძღვებოდა სხვადასხვა კომპანიას, ამდენ ინოვაციურ პროექტს? გარემოების გათვალისწინებით, კოლოსალური სამუშაო საათების ფონზე, ჩინებული შედეგია, რომ მას აქვს დრო პირადი ცხოვრებისთვისაც. ბუნებრივია, მასკის ყოველდღიური წარმატებით დაბანგულებს, გვიჩნდება კითხვა, როგორ ანაწილებს ის დროსა და რესურსებს?

 

თუ გავითვალისწინებთ დროს, რომელსაც ის უთმობს თითოეულ ბიზნეს, თუკი რომელიმე ერთზე მოახდენდა კონცენტრირებას და მხოლოდ 20 საათს დაუთმობდა კვირაში, მასკი ისევე წარმატებული იქნებოდა იმ ბიზნესში, როგორც დღეს.

 

ახლა კი, ვივარაუდოთ, რომ მასკი საშუალო სტატისტიკურ ანტრეპრენუარზე ორჯერ ჭკვიანია. თუკი მას შეუძლია, დროის 20 საათიანი დანახარჯით, შექმნას წარმატებული, ნოვატორული და ინოვაციური კომპანია, ე.ი. თქვენც შეგიძლიათ არანაკლებ ამბიციური საქმის დაწყება და საამისოდ, 40 საათი კვირაში სავსებით საკმარისი იქნება.

 

ალბათ, ეს არაჩვეულებრივი სიახლეა ბევრისთვის, ვისაც წარმატების მიღწევა პირადი ცხოვრების მსხვერპლად გაღების გარეშე სურს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ შედეგი, შევცვალოთ სამყარო და გავმდიდრდეთ კიდეც, გამოფიტვისა და შრომითი გადაწვის გარეშე. ამ ღირებულ „ინსაითს” ამყარებს სამეცნიერო კვლევები, რის მიხედვითაც, 50 საათზე მეტი მუშაობა კვირაში, ადამიანებს ნაკლებპროდუქტიულს ხდის. ამ ლოგიკით, მასკი რისკავს, „გადაიწვას”, თუმცა, ჩვენი მხრივ, რაც ჩვენს საქმეში შეგვიძლია გამოვიყენოთ ისაა, რომ დავისახოთ ადეკვატური მიზნები და ვიმუშავოთ ნორმირებულად, რომ არ “გადავიწვათ” მათი მიღწევის დროს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი