logo_geo
ანტარქტიდაზე ყინულის დნობა დაჩქარდა - მეცნიერების საგანგაშო კვლევა!
- +

13 ივნისი. 2018. 22:36

 

ანტარქტიდაზე ყინულის დნობა დაჩქარდა. მეცნიერები განმარტავენ, რომ თეთრმა კონტინენტმა ბოლო 25 წლის განმავლობაში 3 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა. ამის შესახებ BBC წერს.

 

სატელიტიდან დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ანტარქტიდაზე ყოველწლიურად 200 მილიარდი ტონა ყინული დნება.

 

გამოცემის ინფორმაციით, ეს პროცესები ყოველწლიურად ზღვის დონეს საშუალოდ 0.6 მილიმეტრით ზრდის. მეცნიერები განმარტავენ, რომ 2012 წლის შემდეგ ზღვის დონის მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზარდა. სფეროს სპეციალისტებმა ამ თემაზე სამეცნიერო კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნეს.

 

მანამდე მეცნიერებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ ანტარქტიდას ძლიერი მიწისძვრა გაანადგურებს. შეგახსენებთ, რომ თეთრ კონტინენტზე ძლიერი მიწისძვრა ბოლოს 1982 წელს დაფიქსირდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი