logo_geo
დონალდ ტრამპის პასუხი დე ნიროს: რობერტ დე ნიროს ძალიან დაბალი IQ აქვს!
- +

14 ივნისი. 2018. 02:22

 

ტონის რიგით 72-ე დაჯილდოებიც ცერემონიაზე, ლეგენდარულმა ამერიკელმა მსახიობმა, რობერტ დე ნირომ სიტყვით გამოსვლის მთავარი აქცენტი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე გააკეთა.

 

Fuck Trump - დე ნიროს მიერ ტრამპის უცენზურო სიტყვებით მოხსენიებას დარბაზში შეკრებილი ვარსკვლავები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

 

რა თქმა უნდა ეს ამბავი ტრამპის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და როგორც მოსალოდნელი იყო, დე ნიროს twitter-ზე გამოეხმაურა.

 

„რობერტ დე ნიროს ძალიან დაბალი IQ აქვს, ფილმებში კრივის დროს, ძალიან ბევრჯერ მოხვდა თავში. წუხელ ვუყურე და მიმაჩნია, რომ დარეტიანებულია ამდენი დარტყმისაგან. ალბათ, ის ასე არ ფიქრობს", - წერს ტრამპი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი