logo_geo
მაკრონების ძვირადღირებულმა ჭურჭელმა ფრანგები აღაშფოთა
- +

15 ივნისი. 2018. 02:27

 

 

ბევრი ფრანგი უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო. რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ელისეს სასახლეში ვახშმებისა და ბანკეტებისთვის განსაკუთრებით ძვირადღირებული ჭურჭელი შეიძინეს. ეს კი მიუხედავად იმისა, რომ ემანუელ მაკრონის რეზიდენცია რაგულარულად ჩივის სახელმწიფო ხარჯებისა და სოციალური დახმარების ოდენობაზე. ამის შესახებ BBC წერს.

 

სერვიზი, რომელიც 1200 ნივთისგან შედგება, პირადად საფრანგეთის პირველმა ლედიმ ბრიჟიტ მაკრონმა შეარჩია და ელისეს სასახლის ოფიციალური ვერსიით, ის 50 000 ევრო დაჯდა.

 

ამასთან, ფრანგული სატირული ჟურნალი Le Canard Enchaîné წერს, რომ ჭურჭლის ნამდვილი ფასი თითქმის 10-ჯერ მეტია და დაახლოებით 500 000 ევროს შეადგენს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი