logo_geo
დონალდ ტრამპი: ბარაკ ობამა მზად იყო, ჩრდილოეთ კორეასთან ომი დაეწყო
- +

15 ივნისი. 2018. 18:19

 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი წინამორბედი ბარაკ ობამა მზად იყო, ჩრდილოეთ კორეასთან ომი დაეწყო.

 

„როდესაც მე პრეზიდენტ ობამას ვესაუბრე, ის, პრინციპში, მზად იყო, ჩრდილოეთ კორეასთან ომი დაეწყო“,- განაცხადა ტრამპმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან მას კარგი პირადი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა.

 

„ჩვენ საერთო ენა გამოვნახეთ და ჩვენს შორის ურთიერთგაგება დამყარდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ტელეარხ „Fox News“-ის ეთერში.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი