logo_geo
გერმანიის შს მინისტრი ანგელა მერკელზე: მეტი აღარ შემიძლია ამ ქალთან მუშაობა
- +

17 ივნისი. 2018. 14:07

 

 

გერმანიის შს მინისტრი ჰორსტ ზეეხოფერი სკეპტიკურად აფასებს თავისი მუშაობის პერსპექტივებს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან.

 

„მეტი აღარ შემიძლია ამ ქალთან მუშაობა“, - განაცხადა ჰორსტ ზეეხოფერმა „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ წევრებთან ბუნდესტაგში შეხვედრაზე.

 

როგორც გამოცემა Welt am Sonntag წერს, გერმანიის შს მინისტრმა აღნიშნული ფრაზა სულ მცირე ორჯერ გაიმეორა.

 

„ქრისტიანულ-სოციალურ კავშირსა“ და „ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს“ შორის კონფლიქტი არალეგალური მიგრაციის პრობლემის გადაჭრას უკავშირდება. გერმანიის კანცლერი და „ქრისტიან-დემოკრატები“ ამ პრობლემის გადაჭრას ევროკავშირის დონეზე უჭერენ მხარს, ხოლო ბავარიის „ქრისტიანულ-სოციალური კავშირი“ დაჟინებით ითხოვს, რომ დოკუმენტების გარეშე მიგრანტები ან ის პირები, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფარზე უარი ეთქვათ, გერმანიის საზღვარიდან გააბრუნონ.

 

 

 

 

big_banner
არქივი