logo_geo
ირლანდიაში მკრეხელობის დეკრიმინალიზებას გეგმავენ
- +

17 ივნისი. 2018. 21:42

 

ირლანდიის ხელისუფლება ოქტომბერში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რეფერენდუმსაც ჩაატარებს, რომლის მიზანიც იმის გარკვევაა, სურს თუ არა მოსახლეობას, კონსტიტუციიდან ამოიღონ მკრეხელობის განმარტება. ამის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში უკვე 80 წელზე მეტია არსებობს. ინფორმაციას Meduza ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, მკრეხელობის ჩამდენი, კონსტიტუციის თანახმად, 25 ათასი ევროთი ჯარიმდება. ამ დროის განმავლობაში კანონის დარღვევისთვის ჯერ არავინ გაუსამართლებიათ. მხოლოდ 2015 წელს, ამ მუხლით ბრალის წაყენებას გადაურჩა მსახიობი სტივენ ფრაი.

 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ივნისის დასაწყისში დანიის პარლამენტმა იმ მუხლის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, რომელიც მკრეხელობისთვის სასჯელს ითვალისწინებდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი