logo_geo
კოქტეილი, რომელიც საკვებს ჩაანაცვლებს
- +

17 ივნისი. 2018. 23:04

 

აშშ-ს ქალაქ ატლანტაში მცხოვრებმა 24 წლის ამერიკელმა სპეციალური კოქტეილი შექმნა, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას - ნახშირწყლებს, ცხიმებს, ცილებს, ამინომჟავებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს შეიცავს.

 

მზა ხსნარი წყალში გახსნილ ფხვნილს წარმოადგენს, რომელსაც Soylent დაარქვეს. მისი შემქმნელის აზრით, იგი ჩვეულებრივ საკვებზე სასარგებლოც კია, რომელიც ზედმეტ მავნე ნივთიერებებს - კერძოდ, ტოქსინებსა და დაავადებების გამომწვევ მიკროორგანიზმებს შეიცავს.

 

ყველაფერთან ერთად, Soylent-ის თვიური ნორმა დაახლოებით 100 დოლარი ღირს. მას შეუძლია განვითარებად ქვეყნებში შიმშილის პრობლემა გადაწყვიტოს.

 

 

 

 

big_banner
არქივი