logo_geo
ძუძუს კიბოს პრევენციის საშუალება დასახელდა
- +

18 ივნისი. 2018. 11:17

 

 

კალიფორნიის სან-დიეგოს უნივერისტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ვიტამინ D-ს ძუძუს კიბოს განვითარების რისკის შემცირება შეუძლია. ამის შესახებ „EurekAlert“ წერს.

 

ექსპერტებმა 2002-2017 წლებში ჩატარებული 2 ექსპერიმენტის შედეგები შეისწავლეს, რომლებშიც 3325 ქალი მონაწილეობდა და ასევე კვლევა, რომელში 1713 მოხალისე 2 ჯგუფად გაყვეს. კერძოდ, ისინი სისხლში კალციფედიოლის (ვიტამინ D-ს ჯგუფი) დოზის მიხედვით გაყვეს.

 

კვლევაში მონაწილე ყველა ქალი, რომელთა ასაკი 55 წელს აჭარბებდა, ჯანმრთელი იყო და მეცნიერები მათ ჯანმრთელობას 4 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

 

სარძევე ჯირკვლის სიმსივნის სულ 77 შემთხვევა გამოვლინდა. როგორც აღმოჩნდა, იმ მონაწილეებში, რომელთა სისხლში კალციფედიოლის მაღალი დოზა იყო, ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი 5-ჯერ მცირე იყო იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთა სისხლში ვიტამინ D-ს კონცენტრაცია მილილიტრზე 20 ნანოგრამზე ნაკლები იყო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი