logo_geo
მსოფლიო ჩემპიონატი – საფრთხე რუსეთის რეგიონების ეკონომიკისთვის
- +

19 ივნისი. 2018. 11:40

 

 

„რუსეთის რეგიონებს ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენებული ობიექტების შესანახად, გრძელვადიან პერსპექტივაში, სახსრები არ ეყოფათ, რაც მათ კრედიტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება“, - ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიას Fitch მიმოხილვაშია ნათქვამი.

 

დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის რეგიონულმა სუბიექტებმა ახალი ვალების წნეხი მშენებლობის პროცესში თავიდან აირიდეს (ხარჯების ძირითადი ნაწილი ფედერალურმა ბიუჯეტმა და კერძო ინვესტორებმა დაფარეს), აშენებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული ნაგებობების შენახვას ისინი ვერ შეძლებენ.

 

Fitch–ის გათვლებით, ამ ობიექტების შენახვა წელიწადში დაახლოებით 400 მლნ რუბლს მოითხოვს. თუ მოსკოვი და სანკტ–პეტერბურგი შეძლებენ ამ თანხების გაღებას, პატარა, ან ფინანსურად სუსტი რეგიონებისთვის დამატებითი ხარჯების გაღება სერიოზულ წნეხად დააწვება მათ. ამ რეგიონების წლიური შემოსავალი 35–დან 85 მლრდ რუბლამდე მერყეობს.

 

Fitch–ის ანალიტიკოსებს მაგალითად მორდოვია მოჰყავთ: ამ რესპუბლიკას დიდი ვალი, დაბალი საოპერაციო ბალანსი, სუსტი ინსტიტუტები და რისკის სხვა ფაქტორები აქვს.

 

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი 15 ივლისამდე გაგრძელდება. მუნდიალს 11 ქალაქი 12 სტადიონით მასპინძლობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი