logo_geo
Facebook-ის ჯგუფები შესაძლოა მალე ფასიანი გახდეს
- +

21 ივნისი. 2018. 02:00

 

 

Facebook-ჯგუფების მოხმარებისთვის მომხმარებელს შესაძლოა ყოველთვიური გადასახადის გადახდა მოუწიოს. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

 

სოცქსელი ჯგუფის ადმინისტრატორებს ნებას დართავს თანხა 4.99-დან 29.99 დოლარამდე განსაზღვრონ. ერთ-ერთი ინფორმაციით, ძველებურად იარსებებს უფასო ჯგუფებიც.

 

მაგალითად, ბლოგერმა, რომელიც მოდაზე წერს შესაძლოა თავის ჯგუფში გაწევრიანება ფასიანი გახადოს და მსურველს ყოველთვიურად 14,99 დოლარის გადახდა მოსთხოვოს.

 

როგორც Facebook-ში განმარტეს, სიახლე ფულის გამომუშავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნება იმ ადამიანებისათვის, რომლებიც სოცქსელში ჯგუფის განვითარებაზე ბევრ დროსა და ენერგიას ხარჯავენ.

 

Faceook-ში განაცხადეს, რომ ადმინისტრატორები სპეციალურად ჯგუფისთვის კარგი მასალის შექმნას და მის სარფიანად გაყიდვას შეძლებენ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი