logo_geo
ეგვიპტელმა სამხედროებმა ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 32 ექსტრემისტი გაანადგურეს
- +

21 ივნისი. 2018. 11:39

 

ეგვიპტის შეიარაღებული ძალების გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტელმა სამხედროებმა სინაის ნახევარკუნძულზე მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 32 ექსტრემისტი გაანადგურეს.

 

„დაკავებულია ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 10-ზე მეტი პირი, ამოღებულია დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები“, - ნათქვამია ეგვიპტეს შეიარაღებული ძალების გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

big_banner
არქივი