logo_geo
ბენიამინ ნეთანიაჰუს ცოლს საზოგადოებრივი ფონდებიდან თანხის ხარჯვისთვის ბრალი წაუყენეს
- +

21 ივნისი. 2018. 17:38

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ცოლს, სარა ნეთანიაჰუს საზოგადოებრივი ფონდებიდან თანხის არამიზნობრივი ხარჯვისთვის ბრალი წაუყენეს.

 

სარა ნეთანიაჰუმ 2010-2013 წლებში პრემიერ-მინისტრის რეზიდენციისთვის, ძვირადღირებული რესტორნებიდან შეკვეთილ საკვებზე სახელმწიფო თანხებიდან დაახლოებით 100 ათასი დოლარი გადაიხადა.

 

პროკურატურის განცხადებით, პრემიერის მეუღლემ ამგვარად დაარღვია კანონი, ვინაიდან პრემიერის რეზიდენციის თანამშრომლების შტატში გაფორმებული ჰყავდათ მზარეული. ასეთ შემთხვევაში კი კანონი გარე დაწესებულებებიდან საკვების შეძენას კრძალავს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი