logo_geo
სტოუნჰენჯთან ათასობით ადამიანი ზაფხულის ბუნიობის აღსანიშნად შეიკრიბა
- +

21 ივნისი. 2018. 18:52

 

დიდი ბრიტანეთის პრეისტორიულ მონუმენტთან, სტოუნჰენჯთან ათასობით ადამიანი ზაფხულის ბუნიობის მოლოდინშია. ისინი წელიწადის ყველაზე გრძელი დღის ბოლოს „ალისფერი დაისის“ შესახვედრად შეიკრიბნენ. დღეს მზე სამხრეთისკენ 23, 5 გრადუსით გადაიხრება.

 

ზაფხულის მზებუდობის დღეს კელტებისთვის მისტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. პრეისტორიული მონუმენტი, რომელიც უილტშირის საგრაფოში მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ძეგლია.

 

ეს ადგილი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 2500 წლით თარიღდება, დრუიდებისთვის რიტუალურ დატვირთვასაც ატარებდა.

 

სტოუნჰენჯი და მისი მიმდებარე ტერიტორია 1986 წლიდან UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი