logo_geo
მარკ ცუკერბერგი ერთ დღეში $1.7 მილიარდით გამდიდრდა
- +

22 ივნისი. 2018. 03:28

 

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ერთ დღეში 1.7 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. 20 ივნისს სოციალური ქსელის აქციების ფასი 2.3%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

 

აქციების ფასის ზრდა Instagram-ის მიერ სიახლის დაანონსებამ გამოიწვია, კერძოდ საუბარია Instagram television-ზე.

 

2012 წლის შემდეგ Facebook-ის აქციების ფასი 428%-ით არის გაზრდილი, ცუკერბერგი კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მეხუთე ადგილზეა.

 

Forbes-ს მარკ ცუკერბერგის ქონება 77 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული.

 

მარტის შუა რიცხვებში, ბრიტანულმა The Guardian-მა და ამერიკულმა The New York Times-მა გამოქვეყნეს საგამოძიებო სტატიების სერია კომპანია Cambridge Analytica-ზე, რომელმაც Facebook-ით 50 მილიონი ამერიკელის ქცევაზე მონაცემები მოიპოვა და შემდეგ ეს მასალა მათთვის მიზნობრივი პოლიტიკური რეკლამის მიყიდვისთვის გამოიყენა. Facebook-მა მონაცემთა გაჟონვის შესახებ იცოდა, მაგრამ ზომები არ მიუღია. მაშინ კომპანიის აქციები მკვეთრად დაეცა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი