logo_geo
აშშ-ში მიგრანტი ბავშვები შესაძლოა, სამხედრო ბაზაზე გადაიყვანონ
- +

22 ივნისი. 2018. 13:57

 

 

აშშ-ში მიგრანტი ბავშვები შესაძლოა, სამხედრო ბაზაზე გადაიყვანონ.

 

როგორც გამოცემა „The New York Times“ პენტაგონზე დაყრდნობით წერს, 20 ათასამდე არასრულწლოვანს ტეხასსა და არკანზასში მდებარე ოთხ სამხედრო ბაზაზე გადაანაწილებენ.

 

საუბარია იმ მიგრანტ ბავშვებზე, რომლებიც აშშ-ში ზრდასრულთა თანხლების გარეშე ჩავიდნენ, ასევე მათზე, ვისი მშობლებიც საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს. აშშ-ის თავდაცვის უწყებაში ბავშვების სამხედრო ბაზებზე განთავსების დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ.

 

შეგახსენებთ, მაისში აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა არალეგალურ მიგრაციას „ნულოვანი ტოლერანატობა“ გამოუცხადა. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის ფარგლებში, საზღვარზე უკანონოდ გადასული ზრდასრულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღიძვრებოდა, დაკავებული მიგრანტი ბავშვები კი მშობლებთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე სპეციალურ ცენტრებში გადაჰყავდათ. აშშ-ის ხელისუფლების ქმედებებმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

 

20 ივნისს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არალეგალი მიგრანტების ოჯახების გაყოფის შეწყვეტის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ამასთან, სააგენტო „Associated Press“-ის ინფორმაციით, 500-მდე მიგრანტი ბავშვი უკვე დაუბრუნდა მშობლებს. სულ სპეციალურ ცენტრებში ბოლო ორ თვეში ორი ათასამდე არასრულწლოვანი გადაიყვანეს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი