logo_geo
იაპონიის პარლამენტთან კანაფის ნარგავები იპოვეს
- +

22 ივნისი. 2018. 20:18

 

 

იაპონიის პარლამენტთან 4 ძირი კანაფი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. მცენარე ერთ-ერთმა გამვლელმა საკანონმდებლო ორგანოს წინ, ბაღში სეირნობისას იპოვა და პარლამენტის ადმინისტრაციას აცნობა, რის შემდეგაც კანაფი სასწრაფოდ ამოძირკვეს.

 

ვარაუდობენ, რომ მცენარის თესლი პარლამენტის ეზოში ქარის ან ფრინველების მეშვეობით მოხვდა. იაპონიაში კანაფის მოყვანა, რეალიზაცია და მოხმარება კანონით იკრძალება. კანონდამრღვევებს 5 წლამდე პატიმრობა ელით.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი