logo_geo
ეთიოპიაში ახალი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერ მიტინგზე ბომბი აფეთქდა
- +

23 ივნისი. 2018. 13:11

 

 

ეთიოპიაში ახალი პრემიერ-მინისტრის, აბი აჰმედის მხარდამჭერ მიტინგზე ბომბი აფეთქდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

 

სააგენტო AP-ის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.

 

აბი აჰმედი პრემიერ-მინისტრი აპრილში გახდა. მალევე მან ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება დაიწყო.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი