logo_geo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: ჩვენ მივაღწევთ იმას, რასაც სხვები ვერც წარმოიდგენენ
- +

23 ივნისი. 2018. 20:04

 

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, სტამბოლში გამართულ აქციაზე რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა, არჩევნებზე მოწინააღმდეგე კანდიდატებს „გაკვეთილი ასწავლონ“.

 

„მზად ხართ, რომ მოწინააღმდეგეს 24 ივნისს გაკვეთილი ასწავლოთ? მზად ხართ, დაანახოთ ჩვენი ძალა?!“ – ამ სიტყვებით მიმართა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საკუთარ ამომრჩეველს.

 

თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა, რომელიც 2003 წლიდან დღემდე ჯერ პრემიერ-მინისტრის, შემდგომ კი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, სტამბოლში აქცია სამ სხვადასხვა ადგილას გამართა.

 

„ღმერთის დახმარებით, ჩვენ შესანიშნავ სისტემას შევქმნით. ღმერთის დახმარებით, ჩვენ ცივილიზებული სამყაროსთვის განვითარების განსაცვიფრებელ დონეს მივაღწევთ ერთად. დიახ, სწორედ ამ ძლიერი სისტემის დახმარებით, ჩვენ მივაღწევთ იმას, რასაც სხვები ვერც წარმოიდგენენ“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

ერდოღანის მხარდამჭერი წინასაარჩევნო აქციების პარალელურად, იმავე ქალაქში აქცია გამართა პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა მუჰარემ ინჯემ. მან მხარდასაჭერად მისულ ასი ათასობით მოქალაქეს მოუწოდა, ხმა მის სასარგებლოდ მისცენ, რადგან ერთპიროვნული მმართველობა თურქეთში უნდა დასრულდეს.

 

„კონსტიტუცია, სასამართლო სისტემა და ქვეყნის ბიუჯეტი დღეს ერთი კაცის ხელშია. ეს პირველად ხდება თანამედროვე თურქეთის ისტორიაში. ამ მთავრობას მორალური უფლება არ აქვს, ჩვენი ქვეყანა მომავალშიც მართოს“, – განაცხადა სტამბოლში გამართულ აქციაზე მუჰარემ ინჯემ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი