logo_geo
საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილის მართვის უფლება ოფიციალურად მისცეს
- +

24 ივნისი. 2018. 10:48

 

 

საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილის მართვის უფლება ოფიციალურად მისცეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

მეფის განკარგულებით, საუდის არაბეთი იმ ქვეყნების სიიდან ბოლო ამოეწერა, სადაც ქალებს საჭესთან ჯდომის უფლება არ ჰქონდათ. მეფე სალმანის გადაწყვეტილებით, ქალების საჭესთან ჯდომის აკრძალვის თითქმის 70 წლიანი ეპოქა დასრულდა.

 

შეზღუდვის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ სექტემბერში მიიღეს. ივნისში კი ქალებმა პირველი მართვის მოწმობა აიღეს.

 

საუდის არაბეთში პირველ ეტაპზე ავტომობილის მართვას 2,000-მდე ქალი შეძლებს. 2020 წლისთვის კი 3 მილიონი ქალი იმედოვნებს, რომ მართვის მოწმობას აიღებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი